მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გიგა
ოთხოზორიას ოჯახს,
"სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დევნილთა და განსახლების
მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან
შონიასთან ერთად, ოთხოზორიების 8 სულიან ოჯახს პირადად გააცნო.
აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს
სოფელ ხურჩაში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ
საზღვართან, ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები