რეგიონი
3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესს ხმაური მოჰყვა
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. აქ დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გაიმართეს. მათი უკმაყოფილება სხდომის დახურვამ გამოიწვია.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომა ხმაურის გამო დახურა,რადგან დაზარალებული და ბრალდებულის მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, პროტესტი მოჰყვა ბრალდებულის სასამართლოს შენობის ეზოდან გამოყვანის პროცესს.  გარდაცვლილის ოჯახის წევრები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ. ადგილზე სამართალადამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

დაღუპულის ახლობლები ბრალდებულის უვადო პატიმრობას და საქმეში მთავარი პროკურორის ჩართვას ითხოვენ.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, (სსკ 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" პუნქტები), რაც თავისუფლების აღკვეთას, ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი დაიკარგა. ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ და ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი - ზესტაფონიდან იყვნენ.12 თებერვალს შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.