დღეს დაახლოებით 23:00 საათზე ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე
მარკეტ "ნიკორა"-ს ფილიალი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების თქმით, ფაქტი მაღაზიის აღწერის, ფულის გადაბარების
დროს მოხდა.მათთვის უცნობია წაღებული თანხის რაოდენობა.
რადიო "ათინათს" შსს-ში განუცხადეს, რომ
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით
(ყაჩაღობა).
ამ დროისთვის მარკეტში სამართალდამცველები თანამშრომლებს ჰკითხავენ.
მასალის გამოყენების პირობები