მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაულ ხაჯიმბა რუსეთის
პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადიმირ სურკოვს
და უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ - ეკონომიკურ
სფეროში აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები და 2015-2017
წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს.
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში შემდგარი
აფხაზურ - რუსული შეხვედრები რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ
პარტნიორთან, თანაბარუფლებიანი, მეგობრული ურთიერთობების გამყარებას
ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები