სოხუმში წამყვანი სომეხი ექიმები ცერებრული დამბლის დიაგნოზის მქონე
ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციებს ატარებენ.
სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის იულია
გუნბას განცხადებით, სპეციალისტებმა რამდენიმე პაციენტს
მკურნალობის გაგრძელება ერევანში შესთავაზეს.
გუნბამ აღნიშნა, რომ ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში ცერებრული
დამბლის დიაგნოზის მქონე 600- მდე ბავშვია დაფიქსირებული. თუმცა, მათი
თქმით, მათი რაოდენობა გაცილებით დიდია.
მასალის გამოყენების პირობები