ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს პარტნიორები იზიარებენ თბილისის
მოთხოვნას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის
დაკავების და საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადაცემის შესახებ,
განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
"ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი
დაკავებულია", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. საზღვრის უკანონო
გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და
გატაცების შემთხვევებზე და ასევე, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ე.წ. მესაზღვრემ 30 წლის გიგა ოთხოზორია
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა.
ჟენევაში მოლაპარაკებების 36 - ე რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები