რეგიონი
„მშიბზიას“ (გამარჯობა) აქციით “აბზიარაზ“ (ნახვამდის) პასუხობენ
საქართველოში ახალგაზრდების საინიციტავო ჯგუფის მიერ განხორციელებულ ინტერნეტ - აქციას “მშიბზია” – „გამარჯობა“ , აფხაზეთში კონტრ-პროექტით, “აბზიარაზ“ – „ნახვამდის”, პასუხობენ – წერს “ეხო კავკაზა”.

„8 ათასი დღეა ერთმანეთს არ მივსალმებივართ. გადავწყვიტეთ, ეს სიცარიელე შეგვევსო და ამდენივე  ადამიანი შეგვეგროვებინა, რომლებიც აფხაზებს მათ მშობლიურ ენაზე მიესალმებოდა”, – ასე ხსნის ქართული პროექტის მიზანს იდეის ავტორი ბაჩო მებურიშვილი.

პროექტს ინტერნეტ - სივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამ დროისათვის ვებგვერდზე ათასზე მეტი ფოტოა ატვირთული წარწერით- „მშიბზია“.

აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი «ეხო კავკაზა“-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “მშიბზიას” აფხაზეთიდან აქციით “აბზიარაზ” უპასუხეს. ამ გამოხმაურებაზე საკუთარ აზრს ის გამოცემის მკთხველს უზიარებს.

„სინამდვილეში, სავარაუდოდ, მედიური რამ მოხდა – თქვენი შეკითხვა, ჩვენი პასუხი, რაც, სინამდვილეში თამაშის ხასიათს ატარებს და არა – სერიოზულს”, - ასე ხსნის ანტონ კრივენიუკი ამ გამოხმაურების მნიშვნელობას.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს სხვადასხვა პროცესების აღქმის ესთეტიკაში ქართველებსა და აფხაზებს შორის სხვაობას: “აფხაზური საზოგადოება საკმაოდ “ასკეტურია, ანუ, მასში ნაკლებია საინფორმაციო კამპანიები, აქციები, მიტინგები, ხმაური. ქართული საზოგადოება სრულიად სხვაა – ის, ამ გაგებით, შესაძლოა მეტად თანამედროვე და სახალხოა. ისინი ფლეშმობებით, კამპანიების მეშვეობით, იდეური აქციებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს. აფხაზურ სახოგადოებაში ეს კულტურა უბრალოდ არ არის”, – ამბობს ანტონ კრივენიუკი.

გამოცემის შეკითხვაზე, “ნახვამდის” ეს ადამიანური რეაქციაა თუ პოლიტიკური ზეგავლენით გამოწვეული პასუხი, ჟურნალისტი პასუხობს: “პოლიტიკური ტრადიციაა. ეს ახლა უბრალოდ უფრო ღრმა კომპლექსების ინსტალაციაა”.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.