ანაკლიაში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა
17 ივნისს,ანაკლია- ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი
ავტოავარიის შედეგად დაშავებული
22 წლის ს. აქირთავას მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება. ამჟამად
პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში მართვით
სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
რადიო "ათინათს" განუმარტეს,რომ ანაკლიის
პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე
დატოვა.
საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი
ნაწილით იძიებს. ს. აქირთავას ავტომანქანა მაშინ დაეჯახა,როცა
იგი შვილთან ერთად ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები