საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტს
„შემოსაზღვრე საქართველო“
ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები
მოსახლეობისთვის ახორციელებს.
დღეს ქართველმა მწერლებმა და მეცნიერებმა სოფელ რუხში ეთნოპოლიტიკური
კონფლიქტების მოგვარების გზებსა და კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე
ისაუბრეს.
ლექციების პარალელურად, რუხის ციხეში გაიმართა კონცერტი და გამოფენა.
ასევე, ზუგდიდის კულტურის ცენტრში ჩრდილების პროფესიულ- სახელმწიფო
თეატრმა გამართა სპექტაკლი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
მხარდაჭერით,დღესვე წიგნები საჩუქრად გადაეცა სოფლის საჯარო სკოლებსა
და ბიბლიოთეკებს.
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ 9 ივლისს - სოფელ დიცში, 6 აგვისტოს
- განმუხურში, 3 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები