ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუზეუმების მართვის ცენტრის
ორგანიზებით,
სოფელ ცაიშში სახალხო დღესასწაული "იონაობა" გაიმართება.
ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის,
მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა ბიოგრაფიისა და
,,ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელის იუბილისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს, მშობლიურ სოფელში 1966 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.
"სახალხო დღესასწაულის დაწყებამდე, ცაიშის ტაძარში აღესრულება
საგანგებო წირვა და პანაშვიდი,რის შემდგომ გაიმართება
ტრადიციული სახალხო ზეიმი. გამოფენილი იქნება გამოყენებითი
კულტურული ნიმუშები,მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები",- განუცხადა რადიო
"ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
მუზეუმების მართვის ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ფატი
ნაჭყებიამ.
" იონაობა" 22 ივნისს 17 საათზე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები