პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში ზუგდიდში კონცერტი გაიმართება.
მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
ცნობილ და ახალ ჰიტებს ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ნინო
ძოწენიძე, თამთა ჭელიძე და მეგი გოგიტიძე შეასრულებენ.
ღონისძიება 26 ივნისს, 19 საათზე ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე,
ღია ცის ქვეშ გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები