ქუმსიშვილი: ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები მოგვეპოვება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
ვარაუდობს,
რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას, დაახლოებით, 2 კვირამდე
დასჭირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის
ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.
ცნობისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის
ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო,
134-კმ - 135კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
დევდორაკის მთის ძირში მდინარე თერგი ადიდდა და ერთი კილომეტრის
მანძილზე გზა წაიღო.
მასალის გამოყენების პირობები