ზუგდიდში, ასოციაცია "ათინათში" საერთაშორისო ორგანიზაცია "როტარის"
ორგანიზებით,
ტრენინგი თემაზე: "სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან
ურთიერთობა" ჩატარდა. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა აღნიშნულ თემაზე
მშობლობს, მასწავლებლებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს.
"მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი შედგა. მისი განხორციელება ჩვენ სამი
წლის წინ დავიწყეთ, როდესაც საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე
ვმუშაობდით. მაშინ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს
დავხმარებოდით ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობის
პროცესში. სწორედ, ამ მიზნიით შევკრიბე გუნდი ნებრასკაში და ჩამოვედით
საქართველოში. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრებით და პოზიტიური
რეაქციებით, რომლებიც მივიღეთ მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან", -აღნიშნა "როტარის"
შემოსავლების მმართველმა ტომას კორდველმა.
"როტერის" წარმომადგენლები "ათინათთან" თანამშრომლობას და სხვადასხვა
პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები