25 ივნისს, საღამოს საათებში,ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში ინციდენტი
მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით,სამარშუტო ტაქსის მძღოლს სანადირო თოფიდან
ესროლეს. დაპირისპირების მიზეზად პირადი მოტივი
სახელდება. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია
მოთავსებული,მისი ჯანმრთელობის მგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა
სამინსტროში განუცხადეს,რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ჯანმრთელობის განზრახ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები