რეგიონი
ადგილობრივი ბიზნესსექტორის საჭიროებებზე ანაკლიაში იმსჯელეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,სასტუმრო „ანაკლიაში“ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს სურსათის
ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები შეხვდნენ.

უწყების ცნობით,ღონისძიება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი რეგიონული შეხვედრების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები მოისმინა.

შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოებას შეეხებოდა. პალატამ გადაწყვიტა მათ აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორისთვის კონკრეტული პროექტები შეეთავაზებინა.

შეხვედრას ანაკლიაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მონაწილეებმა ჯერ GIZ-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციები მოისმინეს, შემდეგ კი ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გადავიდა.

მეწარმეებმა ამჯერად უკვე კონკრეტული დახმარების მიღების მიზნით პრეზენტატორებს კონკრეტული პრობლემები გააცნეს და მხარეებმა მათი გადაჭრის გზები განიხილეს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.