ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში "დენგეს ცხელების "დიაგნოზით
რამდენიმე უცხოელი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
საქართველოში, კერძოდ ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის
მშენებლობაზე ჩამოსული ინდოეთის დელეგაციის რამდენიმე წევრმა,
22 ივნისს სხვადახსვა ჩივილებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს
მიმართა.
გამოკვლევისას, ოთხიდან ერთს "დენგეს ცხელება" აღმოაჩნდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია რადიო
"ათინათთან" საუბარში აღნიშნავს, რომ
"მათ ეს დაავადება ჩამოყვათ თავიანთი ქვეყნიდან, ეს არის
იშვიათი დაავადება- "დენგე ცხელება". რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც
ამ ადამიანებს ჰქონდათ შეხება ჩატარდა სადეზინფექციო
სამუშაობები".
ამჟამად დაავადებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"დენგეს" ვირუსის მატარებელი
Aedes
Aegypti ჯიშის კოღოა. ის უმეტესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ
ქვეყნებშია გავრცელებული.
მასალის გამოყენების პირობები