მაროკოს კალია, რომელიც კრასნოდარის მხარეში გავრცელდა, აფხაზეთსაც
მოედო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კალიები გაგრის, გუდაუთის და სოხუმის
რაიონებში, ასევე, ქალაქის პარკებში გამოჩნდნენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ მწერები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს
დააზიანებენ. ე.წ. ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რა ზომებს
მიმართავს მის გასანადგურებლად.
აფხაზი ეკოლოგის რომან დბარის აზრით, მაროკოს კალია აფხაზეთისთვის დიდ
საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მას, სავრაუდოდ, ჩიტები ან ცხოველები
მოსპობენ.
გარდა ამისა, „ტენიანი აფხაზეთი მისთვის არასასურველი კლიმატური
ზონაა“.
მასალის გამოყენების პირობები