რეგიონი
რუსეთი ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთს აკისრებს

პრაღაში აბაშიძე - კარასინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთ - სამეგრელოს საზღვარზე მომხდარი ინცინდენტი განიხილეს.

რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსულმა მხარემ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აფხაზურ მხარეს დააკისრა, წერს "აფხაზეთი ინფო".

"ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანი (რაშიდ კანჯი ოღლი, რედ.) უახლოეს დროში უნდა იქნას დაპატიმრებული. შიდა პატიმრობა სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა. არსებობს საფრთხე, რომ მის სიცოცოხლეს საშიშროება ემუქრება და ამაში საქართველოს მთავრობა სრულიად არაა დაინტერესებული. პასუხი ასეთი იყო: მომხდარი დე ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა რუსეთის მხარის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოსაზრება, რომ შიდა პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილად არაადეკვატურია. ეს რუსული მხარის პასიხისმგებლობაც არის და მას არ შეუძლია ის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დააკისროს, ეს უპერსპექტივო საქმეა",- განაცხადა აბაშიძემ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2025
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა გახსნილია“. ამავე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს არის დაგეგმილი.
18 / აპრილი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
18 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.