ზუგდიდში ეროვნულ გამოცდებზე 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა (ვიდეო)
13:06 / 01.07.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზუგდიდში
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით, რეგისტრირებული
421 აბიტურიენტიდან მხოლოდ 7 არ გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით,
გამოცდებს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული რამდენიმე აბიტურიენტიც
აბარებს.
"წელს გვაქვს სიახლე - ნახევრად კომპიუტერული ფორმატით ტარდება
გამოცდები. ტექნიკური, თუ სხვა სახის შეფერხება არ ყოფილა", - აღნიშნა
მან რადიო "ათინათთან" საუბარში.
აბიტურიენტების ნაწილის თქმით, ტესტები მარტივი იყო, ხოლო ნაწილი
ამბობს, რომ ის საკმაოდ რთული იყო.
"ჩემთვის მარტივი ტესტები იყო. რაც შეეხება კომიუტერული სისტემით
ჩაბარებას, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ", - ამბობს ჯეინ სულავა.
ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყო,სადაც 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით პირველ სესიაზე 400 მათგანი არ გამოცხადდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები