რეგიონი
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ თემის უტრირება- ხმაური საკრებულოში
ხმაური იყო დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. კამათი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობ პროგრამას" და მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხებს მოჰყვა. პირველ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება წინასაარჩევნოდ ხდება, რაც ადმინისტრაციული რესურის გამოყენებაა. "ქართული ოცნების" წევრები ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება დიდი ხანია იგეგმება და მას არჩევნებთან კავშირი არა აქვს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, საქმე დელეგირებულ უფლებამოსილებას ეხება, რის საფუძველზე მერიის შესაბამისი სამსახური მოქალაქეებისთვის გარდაცვალების, დაბადებისა და მოქალაქეობის დადგენის შესახებ ცნობების გაცემას შეძლებს. აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

ენმ-ს წევრების თქმით, აღნიშნული ცვლილება არჩევნებთან არის დაკავშირებული და ის "დამატებითი სიების" წარმოშობისკენ მიუთითებს.

"ვბრუნდებით 90-იანი წლებში, როდესაც სიებში ჩნდებოდნენ ახალ-ახალი ადამიანები",- აღნიშნა სხდომაზე ენმ-ს წევრმა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ ოპოზიციური პარტიის წევრები თემის უტრირებაში დაადანაშაულა და უთხრა,რომ მათ საკითხი ვერ გაიგეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.