ზუგდიდში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე 1,7კმ-ის
სიგრძის
"ვეტერანთა სახელობის ხეივანი" მოეწყობა. ქალაქის მერიამ პროექტის
მომზადებაზე 5 ათასი ლარი უკვე გამოყო. მის გაშენებას კი საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდი დააფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1კმ-ის სიგრძეზე მოეწყობა
ველოტრეკი, დაიდგმება პარკის სკამები, დამონტაჟდება დეკორატიული
ლამპიონები, სასმელი წყლის შადრევნები, მოეწყობა ქვაფენილები,
განთავსდება ხეივნისათვის შესაბამისი სკულპტურული ნაკეთობები და
სხვა.
მასალის გამოყენების პირობები