რეგიონი
გუბერნატორმა შონიამ ელისო კილაძეს ეთიკის ქარტიაში უჩივლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორ ელისო კილაძეს ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

ამის შესახებ განცხადებას შონიას პრესსამსახური ავრცელებს,რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

„გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ ბოლო ნომერში ჟურნალისტი ელისო კილაძე მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ, ყოველგავარ სიმართლეს მოკლებულ ინფორმაციას და ცდილობს შელახოს სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორის ლევან შონიას საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რის გავრცელებასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ ახდენენ. ელისო კილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ცრუ ბრალდებებს მიზანმიმართულად უყენებს, კილაძე მკითხველს არ აწვლის სწორ ინფორმაციას, არ გამოიკვლია ჭეშმარიტება, არც კი უცდია სიმართლის დადგენა და ენდო ერთ ინკოგნიტო წყაროს. მას არ დაურეკავს არც გუბერნატორთან და არც მის პრესსამსახურში, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისგან მიეღო ინფორმაცია. ელისო კილაძემ არ გადაამოწმა ფაქტები რათა გაზეთში დაბეჭდილიყო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, მან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განზრახ დაამახინჯა ფაქტები, მოიგონა სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა. მიგვაჩნია, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები, შესაბამისად განცხადებით უკვე მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი ,,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“ და ქარტიის მე-11 მუხლი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.