რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოს არ გადასცემს
დე ფაქტო აფხაზეთი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში
ეჭვმიტანილ მესაზღვრეს ქართულ მხარეს
არ გადასცემს, ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ „რია ნოვოსტი“ - თვის
მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს მოქალაქეს სხვა
სახელმწიფოს იურისდიქციაში ვერ გადავცემთ“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე
ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა აფხაზეთის დე ფაქტო
ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ.
მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები