ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ახორციელებს ფრენებს, რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და შვიდ
ახალ მიმართულებას
ამატებს.
„ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს ბერლინში, მიუნხენში,
ლარნაკაში, სოფიაში, მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო
კვირაში სამჯერ – სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს
შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში.
ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება.
უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანიის ფლოტი მოიცავს
ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად
წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს ოთხასი
მიმართულებით,
რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.
მასალის გამოყენების პირობები