სოხუმში რეფერენდუმში მონაწილეობას 130 ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს
რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა 133 202 ადამიანს
აღწევს,
წერს აფხაზური მედია, დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას მონაცემებზე დაყრდნობით.
რეფერენდუმში მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შემდეგ კითხვას, „თვლით თუ
არა, რომ აუცილებელია აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება“.
რეფერენდუმი სოხუმში კვირას, 10 ივლისს გაიმართება. ხმის მიცემა
151 უბანზე იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები