რეგიონი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდში საჯარო შეხვედრა გამართა (ვიდეო)

ზუგდიდში, გამგეობის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები წარმოადგინეს.

აუდიტის დეპარტამენტმა, 2009-2015 წლებში, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ხარჯვა შეისწავლა, რომელიც 123 მილიონ ლარს მოიცავდა.  კვლევის მიხედვით, ბიუჯეტის დანაკარგმა 185 ათას ლარს გადააჭარბა, რომელიც, ძირითადად, სანქციების გამოუყენებლობასა და ადგილობრივ ბიუჯეტში მიუმართავი სახსრების ფაქტებზე გადანაწილდა.

არასათანადოდ დასაბუთებულმა ხარჯებმა კი 1 მილიონ ლარს გადააჭარბა. მაგალითად, 2012-2013 წლებში ხობის პროფესიული სასწავლებლის ცენტრმა აკრეტიდაცია ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა, ცენტრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 158 ათასი ლარი გამოეყო.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხარვეზებია ასევე შესყიდვებში, ქონების მართვასა და კანკარგვაში, საფინანსო საქმიანობაში და სხვ.

საჯარო განხილვა "აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის" პროექტის ფარგლებში წარიმართა. მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კახეთში, გურიაში, ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.