შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რამაზ მ.
ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული
საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, მას
ნარკოტიკის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები