ლაშა დამენია: ზუგდიდის საკრებულომ ბიუჯეტს 500 ათასი ლარი დაუკარგა (ვიდეო)
12:47 / 10.07.2016
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ლაშა
დამენია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის დაზარალებაში
ადანაშაულებს. მისი განცხადებით, საკრებულოს მიერ 3 ივნისს მიღებული
დადგენილების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, რომლებიც
მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ მოსაკრებელისგან გათავისუფლდნენ.
შედეგად, ადგილობრივმა ბიუჟეტმა 500 ათასამდე ლარი დაკარგა.
"რაც მთავარია ეს კომპანიები მოსაკრებელისგან კონკრეტულ რიცხვამდე -
პირველ სექტემბრამდე გათავისუფლდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ
განკარგულება მორგებულია ამა თუ იმ კომპანიების სასარგებლოდ.
ასეთივე სქემებით ტარდება ტენდერები სრულიად საქართველოში, რაც
მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხდება ნათესაური კლანის ინტერესების
გათვალისწინებით, ე.წ "ატკატებით" , კორუფციული სქემებით", - აღნიშნა
საგანგებო ბრიფინგზე ლაშა დამენიამ.
ენმ-ს ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოში. მიზეზად ჟურნალისტებს არასამუშაო დღე დაუსახელეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები