ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და
სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დატბორა.
გამგეობის ინფორმაციით, გარღვეულია ნაპირსამაგრი ჯებირები,
ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის
აღსადგენად საჭირო თანხა 785 000 ლარს შეადგენს.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და პრობლემური ადგილები დაათვალიერეს
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, გამგებლის პირველმა მოადგილე
გოჩა ჩიქოვანმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
მასალის გამოყენების პირობები