აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 8 ივლისს მოვარდნილი შტორმის შედეგების
ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
კოკისპირულმა წვიმებმა დე ფაქტო აფხაზეთის სოფლები დატბორა, ჩამოშალა
ხიდები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები. ამ
დროისათვის „აბხაზბერეგოზაშიტას“ მიერ მოძრაობა აღდგენილია 4 ხიდზე,
სოფლებში ტამიში,გვადა და ჯგერდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში
მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები