"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, პარტიის მხარდამჭერებმა და
რამდენიმე მუშამ
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია
გამართეს. ისინი კუთვნილი ხელფასის დარიგებას იმ მუშებისთვის
ითხოვდენ, რომლებმაც ზუგდიდის ცენტრში, დაახლოებით, 7-8 თვის წინ,
ქვაფენილები დააგეს. აქციის მონაწილეებს თან სხვადასხვა შინაარსის
პლაკატები და სიმბოლურად, ქვის ფილები ეჭირათ. მოგვიანებით,მათ
ქალაქის მერიასთან გადაინაცვლეს და ქვის ფილები და პლაკატები
ადმინისტრაციული შენობის წინ, კიბეებთან დააწყვეს.
ყოფილი მმართველი პარტიის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, უმოქმედობაში და დამნაშავეების მფარველობაში
დაადანაშაულეს, ხოლო პროკურატურა - საქმის
გაჭიანურებაში. საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, მხარის
გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე- მერ გია გულორდავასთან ერთად, ე.წ
"ატკატებით" გარკვეული თანხა აიღეს, რამაც საბოლოო ჯამში, შპს "ამი
2014"-ს გაკოტრება გამოიწვია.
თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს
აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს არის დავა კერძო კომპანიასა
და მუშებს შორის. გუბერნატორის პრესსამსახურის თქმით, ბრალდება
უსაფუძვლოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გუბერანტორმა ურჩია
მუშებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის მიემართათ
და ასევე, მუშები და სამართალდამცავები ერთმანეთს სწორედ მან
შეახვედრა.
შეგახსენებთ,ისინი კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს
პერმანენტულად მართავდნენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ასევე რამდენიმე თვის წინ
განცხადებით პროკურატურასაც მიმართეს.
ცნობისთვის, შპს-მ "ამი 2014" ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები
დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული სამუშაოსთვის თანხა
დარიცხული აქვს. "ამი 2014" -ის წარმომადგენლებთან რადიო
"ათინათი" დღემდე დაკავშირებას ვერ
ახერხებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები