დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში მეგობრული
ვიზიტით ჩასულ სერბეთის დელეგაციას შეხვდა.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ და საერთაშორისო კავშირის "გამარჯვების
მემკვიდრეები" კოორდინატორმა დუშკო ვუკოტიჩმა,გენერალურმა მდივანმა
მილენკო მარკოვიჩმა, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმის, მეცნიერების
და სპორტის სფეროში ორმხრივი პროექტების განხორციელების
შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს
შორის კონტაქტების დამყარების და თანამშრომლობის პოტენციალი -
დიდია.
მასალის გამოყენების პირობები