რეგიონი
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება - ამ თემაზე პრეზენტაცია ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გამართა. მან დამსწრე საზოგადოებას პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის მოდელი დეტალურად გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მალე სამეგრელო-ზემო სვანეთში სამშობიარო დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ, რაც ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო. რეფორმა არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით მინიჭებას გულისხმობს. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გელა სვირავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმები დაესწრნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.