საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა
და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით,მთავრობის მეთაური დღეს ზუგდიდის ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში
„ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას
დაესწრება.
დღესვე იგი მონაწილეობას მიიღებს სამტრედიის შემოვლითი გზის (
ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში.
”მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული
11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. აღმოსავლეთ-დასავლეთის
მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე
შეუერთდება გრიგოლეთის გზას”.
მასალის გამოყენების პირობები