ნიცაში მომხადრი თავდასხმის შედეგად, დაღუპული ადამიანების რიცხვმა 84
- მიაღწია. კიდევ 18 - კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ დღეს, საფრანგეთის შს მინისტრმა პიერ - ანრი ბრანდემ
განაცხადა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, გადადებულია ყველა ღონისძიება და
დახურულია პლიაჟები.
თავდასხმა ხუთშაბათს საღამოს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ინგლისურ
სანაპიროზე მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღნიშვნისას, სატვირთო
ავტომობილი შეკრებილ ხალხში შევარდა და 2 კილომეტრი იარა, ინციდენტი
ფოიერვერკის შოუს დროს მოხდა.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ გაანადგურა, სააგენტო "ფრანც პრესის"
ცნობით, მანქანაში ნაპოვნია ტუნისელი წარმოშობის, ნიცაში მცხოვრები 31
წლის მამაკაცის პასპორტი.
პრეზიდეტნმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები