ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მართლმადიდებლებს "ვლაქერნობას" ულოცავს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მერაბ
ქვარაიამ მართლმადიდებლებს
"ვლაქერნობა" მიულოცა.
,,თითოეულ ზუგდიდელს და მართლმადიდებელ სამყაროს ვულოცავ ვლაქერნობის
დღესასწაულს. დღევანდელი დღე სიმბოლოა ჩვენი რწმენისა, ერთობისა და
ძლიერების. განსაკუთრებით მახარებს ის ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებია
დამკვიდრდა ამ დღესასწაულზე: ვლაქერნობას ზუგდიდში, ჩვენთან ერთად
აღნიშნავენ, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების უმაღლესი
წარმომადგენლები. ჩვენ ქალაქს ასევე სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ
ვლაქერნობის დღესასწაული და მჯერა, რომ დედა ღვთისა არ მოაკლებს
წყალობას მისი წმინდა შესამოსელის სავანეს, ზუგდიდს და სრულიად
საქართველოს".
მასალის გამოყენების პირობები