აფხაზეთიდან გასატან თხილზე გადასახადი შემცირდება აგვისტოს
ბოლომდე.
შესაბამისი ცვლილებები დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა
დაამტკიცა.
კერძოდ, 1 კგ. ნაჭუჭიან თხილზე გადასახადი 25 რუსული რუბლის ნაცვლად
10 რუბლი იქნება, ხოლო გარჩეული თხილის ფასი 15 რუბლი.
„აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ მსოფლიო ბაზარზე
თხილის ფასი დაეცა“, – განმარტა დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე -
პრემიერმა დმიტრი სერიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ დადგენილება დროებითა და ის 31 აგვისტომდე იქნება
ძალაში. დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრის არტურ მიქვაბიას
განცხადებით, „დაგეგმილი 200 მილიონის რუბლის ნაცვლად, ხაზინაში 30-40
მილიონი შევიდა“. მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უნდა
აღიკვეთოს თხილის უკანონო ექსპორტი „ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან“.
მასალის გამოყენების პირობები