გაგრაში, დე ფაქტო პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს
შორის შეხვედრა გაიმართა.
რაულ ხაჯიმბამ და ვლადისლავ სურკოვმა 2015-2017 წლების საინვესტიციო
პროგრამის დეტალებზე და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე იმსჯელეს.
მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 2015 წელს გაუხარჯავი თანხის
ათვისება 2016 წელს მოხდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განმარტებით, შეფერხებები 2015 წელს
შექმნილი ახალი პროგრამის დანერგვამ გამოიწვია, რასაც დიდი დრო
დასჭირდა.
თუმცა, სურკოვის თქმით, 2016 წლის საინვესტიციო პროგრამით
გათავლისწინებული ღონისძიებების რეალიზაციაზე, 4,7 მილიარდი რუბლი
გამოიყოფა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების
საკითხი შემოდგომაზე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები