სამეგრელოს გუბერნატორმა რეგიონის პირველ პირებთან თათბირი გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი
ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, მერებს და
საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა. როგორც შეხვედრაზე
გაირკვა, ყველა მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება
შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ლევან შონიამ ინფორმაცია სტიქიის
შედეგების ლიკვიდაციაზეც მოისმინა. ყველაზე მეტად კოკისპირული წვიმის
შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. გამგებლის ალექსანდრე
გრიგალავას განმარტებით, დაზიანებული სოფლის შიდა გზები აღდგენილია და
ის უბნები,რომლებიც უგზოობის გამო რაიონულ ცენტრს ვერ
უკავშირდებოდნენ, პრობლემა მოხსნილი აქვთ.
სოფელ თამაკონში კი, რომელიც გარესამყაროს იყო მოწყვეტილი დროებითი
ხიდი მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები