წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისია აფხაზეთში 1992-93 წწ.
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებასთან
დაკავშირებით პროგრამას აგრძელებს.
ამის შესახებ აფხაზეთში წჯსკ-ს მისიის წარმომადგენელმა მაურო მორაბიტო
სოხუმში დიდების მუზეუმის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე
განაცხადა. მან ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე
ისაუბრა და სამხედრო ისტორიკოსებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მორაბიტოს თქმით, ომთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა,
ორგანიზაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საფლავების მოძიებაში
დაეხმარება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მოღვაწეობაა, რადგან
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება აქტუალურობას არ კარგავს. ჯერაც არის
ბევრი ოჯახი, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ თუნდაც 23 წლის შემდეგ
გაიგოს, თუ სად ასვენია მათთვის ძვირფასი ადამიანების ცხედრები“, -
აღნიშნა მან.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის რეალიზაცია სოხუმის
დიდების პარკში 2010 წელს დაიწყო.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, თავისი მანდატის შესაბამისად,
მოქმედებს, როგორც ნეიტრალური შუამავალი ეგზჰუმაციის, გადასვენების,
იდენტიფიცირებისა და ნეშტის გადაცემის პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები