დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენის შემდეგ მასმედიის
შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორმა ლევონ გალუსტიანმა განმარტა, რომ აღნიშნული
ცვლილებები მიმართულია მასმედიის, მათ შორის - უცხოურის,
„რეგისტრაციის საკითხების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით“.
მისი თქმით, ინტერნეტში ხშირად ჩნდება ვებ გვერდები, რომლებიც,
მიზანმიმართულად ავრცელებენ „ცრუ ინფორმაციას, ჩირქს ცხებენ და
აკნინებენ აფხაზეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების
ღირსებას“. გალუსტიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეზღუდავენ
დემოკრატიულ თავისუფლებებსა და ინფორმაციის წვდომას.
მასალის გამოყენების პირობები