მოსკოვი სოხუმს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში დაეხმარება
ვლადიმირ პუტინმა გოსდუმაში რატიფიცირებისთვის რუსეთსა და დე ფაქტო
აფხაზეთს
შორის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთანამშრომლობის შესახებ
ხელშეკრულება შეიტანა.
აფხაზური მედიის თანახმად, დოკუმენტის ტექსტი პარლამენტის ქვედა
პალატის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული.
რუს დეპუტატებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება მოუწევთ, რომელსაც
გასული წლის 28 მაისს პეტერბურგში მოეწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან, ერთმანეთს დახმარება
გაუწიონ სისხლის სამართლის საქმეების ძიების,სასამართლო გარჩევებისა
და სხვა პროცესუალური ქმედებების მსვლელობისას.
მასალის გამოყენების პირობები