ზუგდიდში დღეს მთავარ მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი 19 საათზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს
წარადგენს.
მიუხედავად იმისა,რომ მათი წარდგენა საღამოს იგეგმება, ზ.
გამსახურდიას გამზირი დღეს დილიდან გადაიკეტა. როგორც რადიო
"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურში განუცხადეს, ქალაქ ზუგდიდის მერიის ბრძანებით, ქალაქის
ცენტრალური ნაწილი ღონისძიების დასრულებამდე იქნება ჩაკეტილი.
გამზირის ტერიტორია რკინის ბარიკადებითაა შემოსაზღვრული.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი იქნება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ
ქვარაია, მუნიციპალიტეტის კი- რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.
მასალის გამოყენების პირობები