ზუგდიდში 79 წლის მოხუცმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო (ვიდეო)
13:58 / 28.07.2016
ქალაქ ზუგდიდის მერიასთან 79 წლის ციალა ჯოჯუამ პროტესტის
ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ხანდაზმულის ქალიშვილის ლალი ცირდავას
თქმით,
კომბინატში საკონსერვოს #1 ბინაში მას და დედამისს შეპირებული ფართი
საკუთრებაში არ გადასცეს და არც გაურემონტეს.
„ რვა თვეა მპირდებაინ ბინის საკუთრებაში გადაცემას და ოთახების
გარემონტებას, თუმცა ამ დრომდე დანაპირები არ შესრულებულა.“
მიწის ლეგალიზების კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ზარქუას
განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შემოსული იყო
"საკონსერვო-2-ის" ამხანაგობის მიერ, ხოლო კომისიამ აღიარა მიწის
ნაკვეთი ამხანაგობის საკუთრებაში.
„მიმდინარეობს სიტყვიერი შეთანხმება,იმის შესახებ, რომ ამხანაგობიდან
ორმოცი კვადრატი მიწის ნაკვეთი გადაეცეს ლალი ცირდავას.“
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანლის მამუკა ციმინტიას
განცხადებით, აღნიშნულ ბინაში ერთი კვირის სამუშაო დარჩა. სამუშაოებს
კი ცირდავას მოთხოვნის საფუძველზე შვებულებიდან დაბრუნებული ხელოსანი
სამშაბათს შეუდგება.
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის
შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ 64 დღე იწვა. მან
აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის
დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები