დღეს, 8.27 და 9.05 სთ-ზე, აფხაზეთში 3,9 და 3,5 მაგნიტუდის
სიმძლავრის ორი მიწისქვეშა ბიძგი
დაფიქსირდა, წერს აფხაზური მედია, სოჭის სეისმოლოგიური სადგურის
მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ ინფორმაციის თანახმად, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი, თურქეთთან
საზღვარზე, სომხეთსა და საქართველოში იყო, ხოლო მეორე - სოჭიდან 30
კილომეტრში.
CSEM EMSC სერვისების მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 ბალს
შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი, შავ ზღვაში, სოხუმიდან 16 კილომეტრში
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები