ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის
,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური
საარსებო
წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში მომზადებული
კვლევა წარმოადგინეს. ის ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთისთვის" (CHCA) დაკვეთით,
კომპანიამ ACT მოამზადა.
აღნიშნული კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი
თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენას
ისახავდა მიზნად.
მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ნათია ჭელიძის თქმით,
კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს არა მხოლოდ
ფულად დახმარებას, არამედ აუცილებელია მათი თვითდასაქმება, საკუთარი
მეურნეობის გაჩენა და საკუთარი ეკონომიკური აქტივობით
დაინტერესება.
"კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, რომელსაც დევნილთა
სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
განახორციელებს", - აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, სამეგრელოსა და
იმერეთის რეგიონში ხორციელდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები