აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრისკარსა და გეზათში 2 ახალი
საბავშვო ბაღი აშენდება. მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან,
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 230 700 ლარი გამოიყო.
აბაშის გამგეობის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი
მოსახლეობაა დასაქმებული.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალისა“ აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები