ზუგდიდში ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრი დღეს გაიმართება, რომელშიც
პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით
მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 12:00 დაიწყება და 31
ივლისს დასრულდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება იქნება
შოუს ელემენტებით დატვირთული.
მონაწილეები ერთმანეთს "ავტო-მოტო დრაგში" შეეჯიბრებიან, ასევე
გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი
მრბოლელებიც მიიღებენ. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას
მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.
ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში
გამოვლინდებიან. ღონისძიება
„Western Drivers Club სამეგრელოსა“ და
„BMW Club
Georgias“ ორგანიზებით ტარდება. იდეა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან
შონიას ეკუთვნის.
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში
მასალის გამოყენების პირობები