დე ფაქტო აფხაზეთის საავადმყოფოები ახალი დანადგარებით მოამარაგეს
დე ფაქტო აფხაზეთის საავდამყოფოებმა, რუსული საინვესტიციო პროგრამის
ფარგლებში, სამედიცინო დანადგარების ახალი პარტია მიიღეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, იაპონური, გერმანული და რუსული
წარმოების მოწყობილობით სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველსაყოფად,
36 მილიონ 488 ათასი რუბლი დაიხარჯა.
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების
განყოფილების ცნობით, სამედიცინო აპარატურა გუდაუთის საავამყოფოს,
რესპუბლიკურ ონკოლოგიური ცენტრსა და ტუბდისპანსერს შორის
გადანაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები