მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
ხორციელდება და მისი ღირებულება 4 334 261 ლარია.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თეატრის არსებულ შენობას სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, დაემატება ერთი სართული
სასტუმროსათვის, ჩაუტარდება შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
თეატრი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, მოეწყობა სავენტილაციო
სისტემა, სრულიად განახლდება სცენა.
პროექტი, ასევე ითვალისწინებს საზაფხულო ამფითეატრის და ღია
ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და
შემოღობვას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად დაათავლიერა.
აქ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს
დასრულდება. ადგილზე 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა
ადგილობრივია.
მასალის გამოყენების პირობები